ბეკამის საჯარო სკოლაში სპორტული კვირეული გაიმართა
03-10-2022
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეკამის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესს დიდი ყურადღება ეთმობა და სწორედ ამიტომ, ბავშვებისთვის სახალისო აქტივობები ხშირად იმართება.

ამჯერად, სკოლაში მრავალფეროვანი სპორტული კვირეული გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები ერთმანეთს შეეჯიბრნენ.

კვირეული მოსწავლეებისთვის ძალზედ დასამახსოვრებელი იყო და ბავშვები კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სპორტი მათი ჯანსაღი ცხოვრებისთვის.

აღნიშნული კვირეული კი სკოლის დირექციის მხარდაჭერით გაიმართა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203