წყალტუბოს N2 სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები „შემოდგომის წყალტუბოს“ ფარგლებში გამართულ სადღესასწაულო მსვლელობაში მონაწილეობდნენ
03-10-2022
მამუკა სამაკაშვილის სახელობის წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები სახალხო დღესასწაულ „შემოდგომის წყალტუბოს“ ფარგლებში გამართულ სადღესასწაულო მსვლელობაში მონაწილეობდნენ.
სკოლა ქალაქის წინაშე შთამბეჭდავად წარსდგა. მათ ხელში სკოლის ბანერი და ბუშტები ეჭირათ, რომლებიც შემდეგ ცაში გაუშვეს.
მოსწავლეები აღნიშნულ აქტივობაში მონაწილეობის მისაღებად წინასწარ მოემზადნენ. ისინი მასში უდიდესი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს