ხაშურის N7 საჯარო სკოლაში გარემოსდაცვით საკითხებს დიდი ყურადღება ეთმობა და სწორედ ამიტომ, სხვადასხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები ხშირად ტარდება.ამჯერად, სკოლის ეკოკლუბ - „მწვანე ოცნების“ წევრები დასუფთავების მსოფლიო კვირეულს ხალისით შეუერთდნენ.
ეკო-აქციის ფარგლებში რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა და პატარა სკვერის კედელიც მოიხატა.
აქციის ორგანიზატორი ორგანიზაცია let's do it Georgia იყო, რომელსაც მხარდაჭერა ხაშურის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრმა გაუწიეს.
იხილეთ ფოტოები: