ყარაჯალის საჯარო სკოლაში შემოდგომას სპორტულ-გასართობი აქტივობები მიეძღვნა
03-10-2022
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლაში, შემოდგომასთან დაკავშირებით, საინტერესო აქტივობები განხორციელდა. 

მოედანზე გამართული აქტივობები - „ვაშლის კრეფა“, „თხილის კრეფა“ და „ფოთლების აკრეფა“ - სპორტული იყო. მე-7 კლასის მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. 

მოსწავლეები გუნდებად დაიყვნენ, გამარჯვებულმა კი საჩუქრად ყურძენი მიიღო. 

„სპორტული აქტივობებით აღინიშნა შემოდგომა ყარაჯლის საჯარო სკოლაში მეშვიდე კლასებს შორის. კათედრის გამგე - ცისმარი ცისკარიშვილი, მასწავლებელი  - ვ. აბდულაევი. ღონისძიება საინტერესოდ და სახალისოდ დასრულდა“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203