ხაშურის N7 სკოლა კონკურსის გზით საგანმანათლებლო პლატფორმას შეუერთდა
03-10-2022
ხაშურის N7 საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელი მეტად სასიამოვნო და მნიშვნელოვანი სიახლით დაიწყო. 

სკოლა განათლების კოალიციისა და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ, საჯარო სკოლებისთვის გამოცხადებულ კონკურსში - „CK12 - საგანმანათლებლო პლატფორმა“ შეირჩა.

კონკურსის ფარგლებში, სკოლაში ციფრული რესურსის სასწავლო პროცესში ინტეგრირება მოხდება. 

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მათემატიკის საგნობრივი კათედრის მასწავლებლები პროექტში აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას, რაც სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრისთვის მეტად სასიხარულოა.

აღსანიშნავია, რომ CK-12 წარმოადგენს საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმას, რომლის მიზანია ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ციფრული რესურსების საშუალებით.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203