„ნამარხის რეკონსტრუქცია“- მეექვსეკლასელთა საინტერესო ჯგუფური სამუშაო ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში
03-10-2022
ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეებს პედაგოგები ყოველთვის საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობენ.

ამჯერად, VI და VI კლასების მოსწავლეებმა ბუნებისმეტყველაში ძალზედ საინტერესო ჯგუფური სამუშაო - „ნამარხის რეკონსტრუქცია“ შეასრულეს. 

მოსწავლეების პედაგოგი კი ელისო ბერძული გახლავთ.

დავალების მიხედვით პატარა პალეონტოლოგებს რეკონსტრუქციის გზით ცხოველთა სურათები უნდა აღედგინათ. კლასები 3-3 ჯგუფად დაიყო, თითოეულ ჯგუფს რამდენიმე ნაწილად დაჭრილი სხვადასხვა ცხოველის სურათი გადაეცა, რომელსაც ერთი ფრაგმენტი აკლდა.

ჯგუფური სამუშაოს მიხედვით ბავშვებმა ჯერ ცხოველი ამოიცნეს, რომლის ნაწილები გადაეცათ და შემდეგ მოახდინეს მისი რეკონსტრუქცია.

აღსანიშნავია, რომ სამუშაო მეტად სახალისო აღმოჩნდა, მოსწავლეებმა არაჩვეულებრივად გაართვეს თავი დავალებას, აღსადგენი ფრაგმენტი კი ჩახატეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203