კალინინოს საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელი დიდი ზარ-ზეიმით დაიწყო
03-10-2022
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კალინინოს საჯარო სკოლაში ახალი 2022-2023 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო.

მონატრებული პედაგოგები და მოსწავლეები ერთმანეთს დიდი სიხარულით შეხვდნენ. ერთად შეკრებილმა სასკოლო საზოგადოებამ სწავლის დაწყების პირველი დღე იზეიმა. მრავალფეროვანი აქტივობები მოსწავლეებმა საცეკვაო ნომრებით კიდევ უფრო გაახალისეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

სწავლის დაწყება ყველაზე ემოციური პირველკლასელებისთვის იყო, რომლებსაც დირექციამ და პედაგოგებმა კუთვნილი ბუკები საზეიმო გარემოში გადასცეს და ცოდნის ტაძარში შესვლა მიულოცეს.

სკოლის თითოეული პედაგოგი დაუღალავად ზრუნავს, რომ ღირსეული თაობა აღზარდოს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203