ყელქცეულის საჯარო სკოლის მოსწავლეთა დაუვიწყარი სასწავლო-შემეცნებითი ტური
03-10-2022
ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მუდამ მრავალფეროვან და შემეცნებით აქტივობებს სთავაზობენ, რაც სასწავლო პროცესს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.

ამჯერად, სკოლის მე-9 და მე-10 კლასების მოსწავლეებისთვის კახეთში სასკოლო შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო.

აღნიშნული გასვლითი აქტივობა მოსწავლეების დამრიგებლის, ლიანა გამგებელის ძალისხმევითა და დირექციის ხელშეწყობით გაიმართა.

მოსწავლეებისთვის ექსკურსია მათ სასკოლო ცხოვრებაში კიდევ ერთი დაუვიწყარი ღონისძიება იყო.

„წარმატებები და ბევრი ლამაზი დღე ერთად“, - ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203