ჩიქუნეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები სპორტულ მარათონში მონაწილეობნენ 
03-10-2022
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიქუნეთის საჯარო სკოლის  მოსწავლეები სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ აქტიურად აღნიშნავენ და მათთან დაკავშირებულ ღონისძიებებს ხალისით უერთდებიან.

ამჯერად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გულის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სპორტული მარათონი გაიმართა, ​მირვეთი - თოფი მაჭახელას მონუმენტის მიმართულებით.

ტურნირში ჩიქუნეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები: ლუკა ქოქოლაძე, ზია ბასილაძე, ლუკა ბასილაძე და ვლადი ხინკილაძე მონაწილეობდნენ.

29 სექტემბერს გულის მსოფლიო დღე (World Heart Day) აღინიშნა. ეს დღე 1999 წელს გულის მსოფლიო ფედერაციის ინიციატივით დაარსდა და მისი მიზანი გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის და ცოდნის ამაღლებაა.

ამ დღესთან დაკავშირებით, ღონისძიებები 100-ზე მეტ ქვეყანაში იმართება, რაც ჯანმრთელობის მასობრივ შემოწმებას, საჯარო ლექციებს, სპორტულ შეჯიბრსა და ორგანიზებულ სეირნობებს მოიცავს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203