„ეტალონმა“ ზუგდიდის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები დააჯილდოვა
03-10-2022

ზუგდიდის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ხალისითა და დიდი ინტერესით ჩაერთნენ. 

დისტანციური კონკურსის პირველ ეტაპში სკოლიდან 7 მოსწავლე - სესილი წურწუმია (VIII კლასი), სულხანი შანავა (IX კლასი), ლაშა თოდუა (X კლასი), ანანო გვაჯავა (X კლასი), ლიზი ლატარია (VIII კლასი), გიგი მაისურაძე (VIII კლასი) და მზიკა ქირია (VIII კლასი) მონაწილეობდნენ. ყველა მათგანს „ეტალონის“ სპეციალური სიგელი მიენიჭა. ამასთან, მათგან მეცხრეკლასელი სულხანი შანავა შემდეგ ეტაპზე გადავიდა და ოქროს სიგელი დაიმსახურა. 

კონკურსის პირველი ეტაპი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის 28 სექტემბერს ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე მუნიციპალიტეტების მიხედვით „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. კონკურსის II ეტაპი 30 სექტემბერს ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართა. 

აღსანიშნავია რომ, საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში გრძელდება.

ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დისტანციური ფორმატის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203