თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე, კოვიდრეგულაციების შემსუბუქების ფონზე, ბავშვთა სწრების, აღრიცხვიანობის, ასევე ინფრასტრუქტურისა და სააღმზრდელო პროცესის მონიტორინგს სისტემატიურ რეჟიმში ახორციელებს.
სააგენტოს ხელმძღვანელი N9 და N74 საბავშვო ბაღებში იმყოფებოდა, სადაც ჰასპ-ის (HACCP) სტანდარტების დანერგვის მიმართულებით, განსახორციელებელი სამუშაოების გეგმას გაეცნო. ამ პროცესში, ინერგება საქმისწარმოების ახალი მიდგომები, რასაც ასევე ზედამხედველობას გაუწევს სააგენტო.
კახაბერ გვანცელაძე სააღმზრდელო პროცესსაც გაეცნო -აღსანიშნავია, რომ 15 სექტემბრიდან გაუქმდა კოვიდ-პანდემიის გამო დაწესებული შეღავათები და ბაღები ბავშვთა აღრიცხვიანობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს