ხაიშის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წარმატება მასშტაბურ გარემოსდაცვით კონკურსში
30-09-2022
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა - „ცასწავალა“ „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2022“-ში წარმატებას მიაღწია.

„ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2022“-ის შემაჯამებელი ღონისძიება შედგა, რომელსაც ესწრებოდნენ: ავსტრიის ელჩი საქართველოში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, გაეროს წარმომადგენლობა და სხვა მნიშვნელოვანი ორგანიზაციების წევრები.

ხაიშის საჯარო სკოლა საქართველოს მასშტაბით სკოლებს შორის საუკეთესო 32 სკოლიდან ერთ-ერთია და შემაჯამებელი პრეზენტაციაც ღირსეულად წარადგინა.

აღსანიშნავია, რომ ეკოკლუბ „ცასწავალას“ წევრები მთელი წლის განმავლობაში დაუღალავად შრომობდნენ და უამრავ გამოწვევას გაუმკლავდნენ.

„პრეზენტატორები - ნუცა და მეგი, ეს ვარსკვლავგოგონები ნამდვილად საამაყო და სასახელო არიან. წინ ახალი სასწავლო წელია, ახალი გამოწვევებით“, - ვკითხულობთ სკოლის წერილში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203