სენაკის N1 სკოლის მეორეკლასელებს პედაგოგმა, ნინო გარუჩავამ საინტერესო და სახალისო აქტივობა შესთავაზა
30-09-2022
გენო ადამიას სახელობის სენაკის N1 საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლეებმა, სასწავლო წელი პედაგოგ ნინო გარუჩავას ხელმძღვანელობით, განსაკუთრებული აქტივობებით დაიწყეს.

პედაგოგმა ბავშვებს ლამაზად გაფორმებული საკლასო ოთახი დაახვედრა და მეორეკლასელებს ძალიან საინტერესო, სახალისო აქტივობა შესთავაზა.

მეორეკლასელები ჯგუფურ აქტივობაში მონაწილეობდნენ და მასწავლებლის დახმარებით, ფაზლი - „წელიწადის დროები“ ააწყვეს.

მათ წელიწადის დროებზეც იმსჯელეს, თქვეს, თუ რა არის დამახასიათებელი ამა თუ იმ სეზონისთვის.

აღსანიშნავია, რომ მეორეკლასელები საგაკვეთილო პროცესში დიდი ხალისით მონაწილეობდნენ და ინტერესით იყვნენ ჩართულები.

იხილეთ ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203