წყალტუბოს N2 საჯარო სკოლაში ენების ევროპული დღე საინტერესოდ აღინიშნა
30-09-2022

მამუკა სამაკაშვილის სახელობის წყალტუბოს N2 საჯარო სკოლაში ენების ევროპული დღე აღინიშნა. 

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლის უცხო ენათა კათედრამ საინტერესო პოსტერები შექმნა.

თემატური ნამუშევრები მოამზადეს მოსწავლეებმაც. პედაგოგები კი მათ ენობრივ მრავალფეროვნებასა და უცხო ენების ცოდნის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ. 

ევროპის საბჭოს ინიციატივით, 2001 წლიდან ენების ევროპული დღე ყოველწლიურად 26 სექტემბერს აღინიშნება. ამ დღის მიზანია ევროპის საბჭოს 47 წევრ ქვეყანაში მცხოვრები რვაასი მილიონი ადამიანის წახალისება - ისწავლონ უფრო მეტი ენა ნებისმიერ ასაკში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203