საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული სექტემბერი ჩქვალერის თემის საჯარო სკოლაში
30-09-2022
ეგნატე ფიფიას სახელობის ჩქვალერის თემის საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებით დაიწყო.

პედაგოგების ხელმძღვანელობით მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართა, რომლებშიც ბავშვები აქტიურად მონაწილეობდნენ.

27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს სკოლაში ემოციური ღონისძიება პედაგოგები - ინგა გადილიას და ანზორ ფიფიას ხელმძღვანელობით ჩატარდა.

ასევე, სკოლაში ევროპული დღეებს სხვადასხვა აქტივობები მიეძღვნა. გაიმართა სპორტის კვირეული, რომელშიც მთელი სასკოლო საზოგადოება მონაწილეობდა.

დაწყებითი კლასების მასწავლებლების: ცოტნე ფიფიას, მანანა ფიფიას, ლორიტა ჭაავას, მაია გოგოხიას და ელისო ქუხილავას ინიციატივით სპორტულ გასართობი ღონისძიება - „მხიარული სტარტები“ მოეწყო. ხოლო საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა მინი ფეხბურთში და მძლეოსნობაში გამოიჩინეს თავი.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203