ჩქვალერის თემის საჯარო სკოლაში სპორტული კვირეული გაიმართა
30-09-2022
აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჩქვალერის თემის საჯარო სკოლაში სხვადასხვა საინტერესო აქტივობები ხშირად იმართება.

ამჯერად, სკოლაში ევროპული დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდა. 

მათ შორის, სპორტის მასწავლებლის, ცოტნე ფიფიას ხელმძღვანელობით, სპორტის კვირეული გაიმართა. მოსწავლეები ერთმანეთს მძლეოსნობაში, მინი ფეხბურთსა და სხვა სპორტულ აქტივობებში შეეჯიბრნენ.

დირექცია და მოსწავლეები ახალგაზრდა პედაგოგს ასეთი ხალისიანი დღეებისთვის მადლობას უხდიან.

აღსანიშნავია, რომ ბავშვებისთვის სპორტული კვირეული დაუვიწყარი აქტივობებით იყო გაჯერებული.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203