თელავის N6 საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის დღე გაიხსენეს
30-09-2022
თელავის N6 საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის ტრაგიკული დღე კიდევ ერთხელ გაიხსენეს და დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
ჩვენი ქვეყნისთვის უმძიმეს დღესთან დაკავშირებით, სკოლაში სხვადასხვა აქტივობები გაიმართა. მათ შორის, მე-11 კლასში თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმის - „სოხუმის უკანასკნელი დღე“ განხილვა მოეწყო. ასევე, ბავშვებმა აფხაზეთის ომთან დაკავშირებული მძიმე ისტორიული ფაქტები თუ ამბები მოისმინეს.
მოსწავლეების პედაგოგი კი ეკა კობიაშვილი გახლავთ.
წელს, აფხაზეთის ომიდან 29 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით - საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს