აფხაზეთის N22 საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი შეჯიბრებები გაიმართა
30-09-2022
აფხაზეთის N22 საჯარო სკოლაში სხვადასხვა საინტერესო სპორტული აქტივობები ხშირად იმართება, რადგან მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია კიდევ უფრო გაიზარდოს.
სკოლაში 30 სექტემბერს, ევროპის სასკოლო სპორტის დღე აღინიშნა, რომლის ფარგლებში სხვადასხვა სპორტულ-გასართობი შეჯიბრებები მოეწყო, მათ შორის გარბენი 100მ და 200მ. დისტანციაზე.
სპორტული აქტივობებში გამოვლინდნენ გამარჯვებულები. მოსწავლეებმა შეჯიბრებით ძალიან ისიამოვნეს. საბოლოოდ კი მეგობრობამ გაიმარჯვა.
აღსანიშნავია, რომ სპორტულ შეჯიბრებაში თავად პედაგოგებიც მონაწილეობდნენ და მოსწავლეებისთვის მაგალითად იქცნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს