თელავის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეები სამეცნიერო კონფერენციაზე საინტერესო თემით წარდგნენ
30-09-2022
თელავის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა მნიშვნელოვან კონფერენცებსა და ღონისძიებებში მუდამ აქტიურად ერთვებიან.

ამჯერად, მე-10 კლასის მოსწავლეები - თამარ ორკოდაშვილი და სოფო პავლიაშვილი სტუდენტთა და მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობდნენ. აღნიშნული კონფერენცია თელავის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიმართა და მშვიდობის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.

მეათეკლასელები კონფერენციაზე თემით - „მულტიკულტურული დიალოგი მშვიდობისათვის“ წარდგნენ. მოსწავლეებმა სპეციალური სერტიფიკატებიც დაიმსახურეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების ისტორიის პედაგოგი ეკა კობიაშვილი გახლავთ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203