სამებისა და განთიადის საჯარო სკოლების მოსწავლეთა შორის მინი ფეხბურთსა და მაგიდის ჩოგბურთში მეგობრული შეჯიბრი გაიმართა
30-09-2022

სასკოლო სპორტის კვირეულის ფარგლებში, წალკის მუნიციპალიტეტის, სამებისა და განთიადის საჯარო სკოლებს შორის მინი ფეხბურთსა და მაგიდის ჩოგბურთში მეგობრული სპორტული შეჯიბრი გაიმართა. 

მოსწავლეები სპორტულ ღონისძიებაში ხალისით ჩაერთნენ, ბევრი იხალისეს და იაქტიურეს.

აღსანიშნავია, რომ როგორც, სამების, ისე განთიადის საჯარო სკოლებში მოსწავლეებში სპორტის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა. დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან ღონისძიებებსა და აქტივობებს სთავაზობენ და მათ ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ მოუწოდებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203