„ვუსურვებთ, საინტერესო სტუდენტურ წლებს“- მუხურის თემის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სასურველ უნივერსიტეტებში აგრძელებენ სწავლას
30-09-2022

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლის 2021-2022 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ.

სკოლაში თითოეული მათგანის მიღწევით ამაყობენ. კურსდამთავრებულებს დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი ულოცავენ და წარმატებულ სტუდენტობას უსურვებენ. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მათი ცოდნის გაღრმავებისა და განვითარებისთვის ყველაფერი კეთდებოდა. გამოცდებზე მიღებული შედეგებიც შესაბამისია. 

„ვუსურვებთ საინტერესო და წარმატებულ სტუდენტობის წლებს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203