მუხურის თემის საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელი წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოებით დაიწყო
30-09-2022

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო. 

გაიმართა ღონისძიება, სადაც სწავლის დაწყება ერთმანეთს დირექტორმა, პედაგოგებმა და მოსწავლეებმა მიულოცეს. გარდა ამისა, წარჩინებულ მოსწავლეებს სიგელები, ხოლო პირველკლასელებს კუთვნილი კომპიუტერები გადაეცათ. 

დირექტორმა ყველას ნაყოფიერი და წარმატებებით აღსავსე სასწავლო წელი უსურვა.

სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს. მოსწავლეებმა სასწავლო წელი უდიდესი შემართებითა და ხალისით დაიწყეს. მათ სკოლის კარი ჟრიამულითა და ენთუზიაზმით შეაღეს. 

აღსანიშნავია, რომ მასწავლებლები მოსწავლეების დასახვედრად განსაკუთრებულად და დიდი სიყვარულით მოემზადნენ. მათ საკლასო ოთახები მორთეს და პატარებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს. ისინი მონატრებულ მოსწავლეებს სულმოუთქმელად ელოდნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203