ტყიბულის N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბმა გარემოსდაცვით კონკურსში წარმატებას მიაღწია
30-09-2022
ტყიბულის N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბმა ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემის 2022-ში წარმატებას მიაღწია.
ის საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს რჩეულთა შორის მოხვდა. შეეგად მათ ვაუჩერი გადაეცათ.
სკოლაში მიღწეული შედეგით ამაყობენ და ეკოკლუბს მომავალშიც დიდ წარმატებას უსურვებენ.
სასკოლო პრემიის ფინალი თბილისში გაიმართა. ფინალური შეხვედრის მონაწილე საქართველოს 32 სკოლის ეკოკლუბის წარმომადგენლებმა ჟიურისა და მოწვეულ სტუმრებს ის მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი და სოციალური საქმიანობები წარუდგინეს, რომლებიც თავიანთ ქალაქებსა თუ სოფლებში წლის განმავლობაში განახორციელეს.
ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია ხორციელდება CENN-ის მიერ, პროექტის – ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის – ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით. კონკურსის თანაორგანიზატორები არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს პარლამენტი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს