წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის N2 საჯარო სკოლაში ახალი 2022-2023 სასწავლო წელი განსაკუთრებულად საზეიმოდ დაიწყო.
მოსწავლეებმა და პედაგოგებმა, დირექციის ხელშეწყობით სწავლის დაწყება მრავალფეროვანი ღონისძიებით აღნიშნეს.
ნიჭიერმა ბავშვებმა სამშობლოსა და მასწავლებლებს ემოციური ლექსები მიუძღვნეს. ღონისძიების ფარგლებში ასევე მაღალი აკადემიური მოსწრების წარმატებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ, ხოლო პირველკლასელებს ბუკები საზეიმოდ გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ მონატრებული სასკოლო საზოგადოება დიდი სიხარულით შეხვდნენ და ერთმანეთს სწავლის დაწყება მიულოცეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს