სატივის საჯარო სკოლაში, სასკოლო სპორტის კვირეულის ფარგლებში, კალათბურთის შეჯიბრი გაიმართა
30-09-2022

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სატივის საჯარო სკოლა სასკოლო სპორტის კვირეულს შეუერთდა.

კვირეულის ფარგლებში სკოლაში კალათბურთის შეჯიბრი გაიმართა. მოსწავლეები შეჯიბრში ხალისით ჩაერთვნენ, იაქტიურეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

23-სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სასკოლო სპორტის კვირეული იმართება.

აღსანიშნავია, რომ ​სატივის საჯარო სკოლაში მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას უდიდესი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა ღონისძიებასა და აქტივობას სთავაზობენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203