ჯანდარას საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 2022-2023 სასწავლო წლის პირველი ზარი საზეიმოდ დაირეკა 
30-09-2022
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარას საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.

მასწავლებლები მოსწავლეების დასახვედრად განსაკუთრებულად და დიდი სიყვარულით მოემზადნენ. მათ საკლასო ოთახები მორთეს - მიტანეს ბუშტები, სხვადასხვა დეკორაცია და პატარებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს. ისინი მონატრებულ მოსწავლეებს სულმოუთქმელად ელოდნენ.

სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს. ასევე, კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ პირველკლასელებსაც.

მოსწავლეებმა სასწავლო წელი უდიდესი შემართებითა და ხალისით დაიწყეს. მათ სკოლის კარი ჟრიამულითა და ენთუზიაზმით შეაღეს.

სკოლაში საწავლო წლის დაწყებას სრულიად სასკოლო საზოგადოებას ულოცავენ.

„ჩვენო ძვირფასო მოსწავლეებო და მასწავლებლებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!
გისურვებთ მშვიდობიან, წარმატებულ და ნაყოფიერ წელს! განსაკუთრებული მილოცვა პირველკლასელებს“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203