ნახურცილაოს საჯარო სკოლაში დაბრუნებულ მოსწავლეებს დირექციამ და პედაგოგებმა საზეიმო დახვედრა მოუწყეს
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახურცილაოს საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.მასწავლებლები მოსწავლეების დასახვედრად განსაკუთრებულად და დიდი სიყვარულით მოემზადნენ. მათ საკლასო ოთახები მორთეს და პატარებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს. ისინი მონატრებულ მოსწავლეებს სულმოუთქმელად ელოდნენ.
სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს. ასევე, კუთვნილი კომპიუტერი და წიგნები გადაეცა პირველკლასელსაც.
თავის მხრივ, მოსწავლეებმა სასწავლო წელი უდიდესი შემართებითა და ხალისით დაიწყეს. მათ სკოლის კარი ჟრიამულითა და ენთუზიაზმით შეაღეს.
სკოლაში საწავლო წლის დაწყებას სრულიად სასკოლო საზოგადოებას ულოცავენ.
იხილეთ ფოტოები: