საქართველოს საპატრიარქოს წმ. იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლეებმა „ბოლნისქალაქობაზე“ საზოგადოებას ჯანსაღი კვებისკენ მოუწოდეს
30-09-2022
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესსა და გარემოსდაცვით საკითხებს დიდი ყურადღება ეთმობა.

სწორი კვების ჩვევების დანერგვის მიზნით, სკოლაში განხორციელდა სასკოლო პროექტი, რომლის ფარგლებში შექმნეს ჯანსაღი ინგრედიენტებით შემდგარი კერძები; ასევე საზოგადოებას ადამიანის ცხოვრებაში სწორი კვების მნიშვნელობა გააცნეს.

სასკოლო პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა „ბოლნისქალაქობაზე“  სპეციალური სტენდი მოაწყვეს. სტენდზე სწორედ ის ჯანსაღი საკვები იყო წარმოდგენილი, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის მეტად მნიშვნელოვანია.

აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექცია მოსწავლეებს თითოეულ ასეთ მნიშვნელოვან პროექტში მხარდაჭერას უცხადებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203