„ევროპული ენების დღე“- ხარაგაულის N2 საჯარო სკოლის მე-7 კლასში საინტერესო პროექტი განხორციელდა
30-09-2022
ხარაგაულის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

პედაგოგები ბავშვებს, ყოველთვის ისეთ პროექტებს სთავაზობენ, რომლებშიც მოსწავლეები ხალისით და აქტიურად ერთვებიან.

ამჯერად, მე-7 კლასში პედაგოგ, მარიკა გოლუბიანის ხელმძღვანელობით პროექტი - „ევროპული ენების დღე“ განხორციელდა.

ბავშვები პროექტში დიდი ინტერესით მონაწილეობდნენ და თემის ირგვლივ საკუთარი ცოდნა მაქსიმალურად გამოამჟღავნეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლის თითოეული პედაგოგის ამოსავალი წერტილია, რომ ბავშვებს ისეთი აქტივობები შესთავაზონ, რომ მათ საკუთარი ცოდნის გამოვლენის საშუალება მაქსიმალურად ჰქონდეთ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203