წაჩხურის საშუალო სკოლაში სპორტულ-გასართობი ღონისძიება გაიმართა
30-09-2022

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ წაჩხურის საშუალო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდ ყურადღებას უთმობენ და ამ მიზნით, მრავალფეროვან ღონისძიებებსა და აქტივობებს სთავაზობენ. 

ამჯერად, სკოლა სასკოლო სპორტის კვირეულს შეუერთდა. კვირეულის ფარგლებში სპორტულ-გასართობი ღონისძიება - „მხიარული სტარტები“ ჩატარდა. 

მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ ერთმანეთს, ბევრი იხალისეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტო-ვიდემალსა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203