ცხუნკურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე სულამით ჯიქიძემ ჭადრაკის ტურნირში საპრიზო ადგილი დაიკავა
30-09-2022

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N1 საჯარო სკოლაში არაერთი წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა წინსვლას სკოლა საზოგადოებას დიდი სიხარულით უზიარებს. 

ერთ-ერთი ასეთი მოსწავლეა მეათეკლასელი სულამით ჯიქიძე, რომელმაც ჭადრაკის ტურნირში წარმატება მოიპოვა. 

სულამით ჯიქიძემ იმერეთის ღია საკვალიფიკაციო ჭადრაკის ტურნირში, მე-5 თანრიგოსან 8 წელს გადაცილებულ გოგონათა შორის, იასპარეზა და მე-2 საპრიზო ადგილზე გავიდა. 

სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.

„ულევი წარმატებები სულამითს!„- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203