ქუთაისის N36 სკოლის პედაგოგებმა ლიდერი მასწავლებლების პროფესიული განვითარების კურსი წარმატებით გაიარეს
30-09-2022
ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მასწავლებლები ირმა კოჭბიანი, თეონა გაბუნია, ნანა ნაცვლიშვილი, ნათია ლიკლიკაძე და რუსუდან გაბუნია ლიდერი მასწავლებლის კურსში მონაწილეობდნენ. 

მათ, USAID საბაზო განათლების პროგრამის ფარგლებში, პროფესიული განვითარების კურსი წარმატებით გაიარეს და შესაბამისი სერტიფიკატებიც გადაეცათ. 

აღნიშნული კურსის თემა იყო „ქოუჩინგი მცირე ჯგუფებში საკლასო გარემოს, სასწავლო აქტივობებისა და რესურსების, განმავითარებელი შეფასების, დიფერენცირებული სწავლებისა და მასწავლებელთა გუნდური მუშაობის საკითხებზე“. 

ის 18 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. 

სკოლაში მასწავლებელთა მიღწევით ამაყობენ და კარიერულ წინსვლას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203