იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლის მოსწავლეებმა დიდი ქართველი პედაგოგის ხსოვნას პატივი მიაგეს
30-09-2022
იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 29 სექტემბერს, გამოჩენილი მამულიშვილის, იოსებ ოცხელის დაბადების დღე აღნიშნეს.

სკოლა სწორედ ამ უდიდესი ქართველი პედაგოგის და საზოგადო მოღვაწის სახელს ატარებს, შესაბამისად მისი დაბადების თარიღი სკოლისთვის მეტად მნიშვნელოვანი მოვლენაა.

მოსწავლეები ტრადიციულად ქუთაისის პანთეონში, იოსებ ოცხელის საფლავზე შეიკრიბნენ, ღირსეული მამულიშვილის ნათელ ხსოვნას პატივი მიაგეს და საზეიმო ფიცი დადეს.

სკოლის დირექცია საქართველოს პედაგოგიურ საზოგადოებას ულოცავს ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203