სენაკის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სპორტის კვირეულს ხალისით შეუერთდნენ
30-09-2022
ჟიული შარტავას სახელობის სენაკის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ღონისძიებებში აქტიურად და ხალისით მონაწილეობენ.

ამჯერად, მოსწავლეები პედაგოგის, ცოტნე ჯღამაძეს ხელმძღვანელობით ევროპის სპორტის კვირეულს შეუერთდნენ.

აქტივობაში VI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომლებიც სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებებში, მათ შორის ბადმინტონსა და ფეხბურთში მონაწილეობდნენ.

მოსწავლეებისთვის ევროპის სპორტის კვირეულში ჩართულობა მეტად სახალისო იყო.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესს უდიდეს ყურადღებას უთმობენ, სწორედ ამიტომ სპორტული აქტივობები ხშირად იმართება.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203