ცხუნკურის N1 სკოლასთან შერწყმულ ყუმისთავის სკოლაში ახალი წიგნადი ფონდით, კომპიუტერებითა და საპრეზენტაციო ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკა შეიქმნა
30-09-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N1 საჯარო სკოლასთან შერწმულმა ყუმისთავის სკოლამ 2022-2023 სასწავლო წელი სასიამოვნო სიახლით დაიწყო.

სკოლაში მოწესრიგებული, ახალი წიგნადი ფონდით, კომპიუტერებითა და მაღალი დონის საპრეზენტაციო ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკა შეიქმნა.

აღნიშნული სივრცე წყალტუბოს განვითარების ჯგუფის მხარდაჭერით გაკეთდა.

„მადლობა ყველა ადამიანს, ვინც თუნდაც ერთი აგური დადო პროექტის განხორციელებისათვის და თანადგომა გამოხატა ამ საოცარი სივრცის მოწყობაში“, - ვკითხულობთ გავრცელებულ წერილში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203