ვაჩიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ბავშვთა უფლებების შესახებ საინტერესო შეხვედრა ჩატარდა
30-09-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. ბავშვებთან სხვადასხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრები ხშირად ტარდება, რომლებშიც მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლის მოსწავლეებს პლატფორმა - „განძის“ ბლოგერები შეხვდნენ, რომლებმაც ბავშვთა უფლებებზე საინტერესოდ ისაუბრეს.

ადრეული და იძულებითი ქორწინება, მისი პრევენცია და ბავშვთა უფლებები - ეს ის თემებია, რომლებზეც ბლოგერებმა, თანასწორგანმანათლებლობის პრინციპით, ახალქალაქის, ნინოწმინდის და ახალციხის სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრები ჩაატარეს. ჯამში აღნიშნულ შეხვედრაში 40-ზე მეტი მოზარდი ესწრებოდა. 

აღსანიშნავია, რომ სამომავლოდ, „განძის“ ბლოგერები სხვა სოფლებშიც ჩავლენ და თანატოლებს ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ტრენინგებს კვლავ ჩაუტარებენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203