ცხუნკურის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიული განვითარების კურსის წარმატებით გავლისთვის დაჯილდოვდნენ
30-09-2022

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N1 საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამ მიზნით კი სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებასა და ტრენინგში მონაწილეობენ. 

სკოლის პედაგოგებმა - ნინი სულაბერიძემ, სოფიო თედორაძემ, ჟანა გაბიძაშვილმა და ნინო ჩირგაძემ 2021- 2022 აკადემიურ წელს, USAID საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, ლიდერი მასწავლებლების პროფესიული განვითარების კურსი წარმატებით გაიარეს და ამისთვის შესაბამისი სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. 

სკოლაში პედაგოგებს წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203