ბასილეთის საჯარო სკოლაში აფხაზეთის ომში დაღუპული გურამ უჯმაჯურიძის ხსოვნას პატივი მიაგეს
29-09-2022
გურამ უჯმაჯურიძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბასილეთის საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის დღეს აქტივობა მიეძღვნა. 

მოსწავლეებმა და პედაგოგებმა აფზახეთის ომზე ისაუბრეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. გაიხსენეს ამავე სკოლის მოსწავლე, გურამ უჯმაჯურიძე, რომელიც საქართველოსთვის ბრძოლას გმირულად შეეწირა. სწორედ მის სახელს ატარებს ბასილეთის საჯარო სკოლა. 

სასკოლო საზოგადოებამ გმირის საფლავი ყვავილებით შეამკო. 

„29 წელია, რაც ქართველი ერი 27 სექტემბერს დიდი სინანულით და გულის ტკივილით ხვდება.
1993 წლის 27 სექტემბერი 13 თვიანი და 13 დღიანი უთანასწორო ბრძოლის შემდეგ, იმპერიული პოლიტიკის ზეგავლენით, აფხაზეთის დაკარგვით და სოხუმის დაცემით დასრულდა.

განსაკუთრებით რთული მოსაგონარია გურამ უჯმაჯურიძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბასილეთის საჯარო სკოლისთვის ეს მძიმე პერიოდი, რადგან სკოლის კურსდამთავრებული, ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლე გურამ უჯმაჯურიძე 19 წლის ასაკში გმირულად შეეწირა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლას.
საამაყოა დღეს ჩვენი სკოლისთვის გურამ უჯმაჯურიძის სახელობის ტარება.

სოხუმის დაცემის დღეა, ჩვენი ქვეყნის ტკივილი და გადასადგმელად გამზადებული დიდი ნაბიჯი. მე, პირველ რიგში შენ მახსენდები, გურამ! ჩემო და ჩვენო დიდო სიამაყევ.

დღეს კიდევ ერთხელ მოეფერება შენს ლამაზ სულს, სკოლა, საფლავს აგიღიმილებენ გოგო- ბიჭები, დაგპირდებიან, რომ შენს სახელს მოუვლიან, ეცდებიან ასახელონ ქვეყანა, რომლის დარდიც იმიერში გაიყოლე!
კიდევ ერთხელ გიხრით თავს შენ და შენს მეგობრებს, ჩვენო ღიმილის ბიჭო!“

„... და სადმე ტყვია თუ გააციებს
გულს საშინელი განადგურებით,
თქვენ მაპატიეთ, ჰო, მაპატიეთ,
დანაშაული არდაბრუნების“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203