ხონის N2 საჯარო სკოლაში, კლიმატის კვირეულის ფარგლებში, გარემოსდაცვითი აქცია გაიმართა
29-09-2022
აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლაში კლიმატის კვირეულითან დაკავშირებული აქტივობა განხორციელდა. 

აქტივობა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა „თაობათა დიალოგის“ ფარგლებში გაიმართა.

მე-10 კლასის მოსწავლეებმა და სამოქალაქო განათლების პედაგოგმა მაია მაჭარაძემ სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს და გაამწვანეს. მათ ნარჩენები შეაგროვეს და ნაგვის ურნაში გადაყარეს. 

დასუფთავების აქციაში ყველა დიდი მონდოემბითა და ხალისით ჩაერთო. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სკოლაში გარემოს მოფრთხილების მნიშვნელობას კარგად აცნობიერებენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203