საერო სკოლა „ფარნავაზში“ სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სისტემა დაინერგა
29-09-2022
ქობულეთის საერო სკოლა „ფარნავაზი“ აჭარაში პირველი კერძო სკოლაა, რომელიც უკვე 27 წელია დიდი წარმატებით ფუნქციონირებს, რომელმაც არაერთი ღირსეული და ცოდნით სავსე თაობა აღიზარდა.
სკოლაში არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა და სასკოლო საზოგადოებას სიახლეებით კვლავ ანებივრებს.
ამჯერად, საერთაშორისო სურსათის უვნებლობის სისტემა - HACCP (საფრთხის ანალიზი და კრიტიკული საკონტროლო წერტილები) დაინერგა.
სკოლაში მომუშავე პერსონალი ყველა სტანდარტის შესაბამისად გადამზადდა. პროექტი დირექტორის, მადონა ოქროპირიძის დიდი მხარდაჭერით განხორციელდა. სასკოლო საზოგადოება აღნიშნულში მაქსიმალურად იყო ჩართული.
პროგრამის ფარგლებში სპეციალური ტრენინგი ჩატარდა, რომლის წარმატებით დასრულების გამო სკოლას სერტიფიკატი გადაეცა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს