2022-2023 სასწავლო წელი 3 ოქტომბერს იწყება 5 საჯარო სკოლაში. როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განგვიმარტავს სწავლის დაგვიანებით დაწყების მიზეზი სარემონტო სამუშაოებია.
3 ოქტომბერს სასწავლო წელი შემდეგ სკოლებში იწყება:
სსიპ ქალაქ თბილისის №171 საჯარო სკოლა
სსიპ ქალაქ თბილისის №131 საჯარო სკოლა
სსიპ ქალაქ ბათუმის №2 საჯარო სკოლა
სსიპ ქალაქ თბილისის N45 საჯარო სკოლა (მხოლოდ პირველი კლასისთვის)
სსიპ ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხარეშის საჯარო სკოლა
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის