ტოლოშის საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო
29-09-2022
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლოშის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი განსაკუთრებულ საზეიმო ვითარებაში დაიწყო. მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ერთმანეთს დიდი სიხარულით შეხვდნენ.
სასკოლო სივრცეში დაბრუნებულ მოსწავლეებს დირექციამ და პედაგოგებმა სახელმძღვანელოები დაახვედრეს, რათა ცოდნა დაუბრკოლებლად მიიღონ.
სწავლის დაწყება ყველაზე ემოციური პირველკლასელებისთვის იყო, რომელთაც ცოდნის ტაძარში პირველად შეაბიჯეს. ბავშვებს საზეიმო ვითარებაში სასწავლო ბუკები გადასცეს.
სკოლის დირექცია და პედაგოგები თითოეულ მოსწავლეს ულოცავს სასწავლო წლის სასკოლო სივრცეში დაწყებას. განსაკუთრებულ მილოცვას კი პირველკლასელებს უძღვნიან, რომლებიც ახალ და მნიშვნელოვან ეტაპზე გადავიდნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს