ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის ბეჯით მოსწავლეს, ილია ზედგინიძეს izrune.ge-ს დიპლომი დირექტორმა და დამრიგებელმა საზეიმოდ გადასცეს
29-09-2022
ნოდარ დუმბაძის სახელობის ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე ილია ზედგინიძე izrune.ge-ს ტესტებს ყოველთვის დიდი ენთუზიაზმით ასრულებს.

ილია izrune.ge-ს მზრუნველი ოჯახის აქტიური წევრია. მისი დამრიგებელი ირინა ყაზაიშვილი გახლავთ. დამრიგებელი ილიას წინსვლისთვის ყოველთვის ზრუნავს.

izrune.ge-ს საზაფხულო პროექტში - „გაიცანი საქართველო“ აქტიური მონაწილეობისთვის და ბრწყინვალე შედეგებისთვის ილიას სკოლაში izrune.ge-ს დიპლომი მზრუნველმა დირექტორმა, ფატი სიორიძემ და კლასის დამრიგებელმა, ირინა ყაზაიშვილმა გადასცეს.

izrune.ge ამაყობს თითოეული „იზრუნელის“ მიღწევით და ილიასაც სიხარულით ულოცავს ამ წარმატებას.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203