ერისიმედის საჯარო სკოლის ბეჯითი მოსწავლეები, დები - ლორენა და ლაურა შავაძეები izrune.ge-მ დააჯილდოვა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედის საჯარო სკოლის მოსწავლეები დები ლორენა და ლაურა შავაძეები izrune.ge-ს ტესტებს წარმატებით ასრულებენ.ისინი „იზრუნე.ჯი“-ს დიდი ოჯახის წარმატებული და ბეჯითი წევრები არიან. ლორენა და ლაურა შავაძეებს
izrune.ge-ს საზაფხულო პროექტში აქტიური ჩართულობისა და ბრწყინვალე შედეგებისთვის დიპლომები გადაეცათ.
მოსწავლეებს საქართველოს რეგიონების შეცნობის დამადასტურებელი დიპლომები სკოლაში გაეგზავნათ. შემდეგ კი სკოლის დირექტორმა ია პაპალაშვილმა და დამრიგებლებმა ეკა ზურაშვილმა და შორენა ჯანიბეგაშვილმა გადასცეს.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
იხილეთ ფოტოები: