ბოსლების საჯარო სკოლის გოგონათა და ვაჟთა გუნდებმა ფეხბურთის შეჯიბრში პირველი-მეორე ადგილები დაიკავეს
29-09-2022
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსლების საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდებმა ფეხბურთის შეჯიბრში წარმატებას მიაღწიეს. 

გოგონათა გუნდმა მუნიციპალური პირველი, ხოლო ვაჟებმა მეორე ადგილი დაიკავეს. 

მოსწავლეები შეჯიბრის მიმდინარეობაში დიდი მონდომებთა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ სპორტული შესაძლებლობები წარმოაჩინეს და შედეგიც შესაბამისი იყო. 

სკოლაში მათი წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ. 

„ვულოცავ ჩემს ბავშვებს ამ წარმატებას და მომავალში ვუსურვებ რეგიონალურ პირველობას“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203