ლეცავეს საჯარო სკოლა სასკოლო სპორტის კვირეულს აქტიურად შეუერთდა
29-09-2022
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეცავეს საჯარო სკოლაში სასკოლო სპორტის კვირეული მიმდინარეობს. 

სკოლის მოსწავლეები მასში აქტიურად ჩაერთნენ. სპორტული შეჯიბრებები შემდეგ სახეობებში გაიმართა: 
მაგიდის ჩოგბურთი; მინი ფეხბურთი - ვაჟები და გოგონები; ფრენბურთი; ხელბურთი და კალათბურთი 3 X 3.

მოსწავლეებმა დიდი მონდომება და ინტერესი გამოიჩინეს. მათ თავიანთი სპორტული შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესებას დიდი ყურადღება ეთმობა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203