ახალისოფლის საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო
29-09-2022
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალისოფლის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი განსაკუთრებულად საზეიმო ვითარებაში დაიწყო. მონატრებული პედაგოგები და მოსწავლეები ერთმანეთს სიხარულით შეხვდნენ.

სკოლის ადმინისტრაციამ მოსწავლეებსა და პედაგოგებს უსაფრთხო, მოწესრიგებული გარემო დაახვედრა, რათა სასწავლო პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს.

სწავლის დაწყების საზეიმო ღონისძიება სახელმწიფო ჰიმნითა და დროშის აწევით დაიწყო, რომელიც პირველკლასელებმა აღმართეს. მონატრებულ მოსწავლეებს პედაგოგებმა ლამაზად გაფორმებული საკლასო ოთახები დაახვედრეს, სადაც სასიამოვნო, პოზიტიური გარემო სუფევდა.

აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექციამ სასკოლო საზოგადოებას სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებული, ნაყოფიერი წელი უსურვა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203