ვალის N3 საჯარო სკოლამ სასწავლო წელი რეაბილიტირებულ შენობაში, საზეიმოდ დაიწყო
29-09-2022
ახალციხის მუნიციპალიტეტის ვალის N3 საჯარო სკოლაში ახალი 2022-2023 სასწავლო წელი განსაკუთრებულად საზეიმო ვითარებაში დაიწყო.
სასკოლო საზოგადოებამ სწავლა რეაბილიტირებულ სკოლაში განაახლა, რაც თითოეული მათგანისთვის სასიხარულო და სამოტივაციო მოვლენა იყო.
სკოლის გახსნის ღონისძიება მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული. მოსწავლეებმა და პედაგოგებმა მათ სასკოლო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენა ერთმანეთს მიულოცეს.
„გისურვებთ წარმატებებს და წინსვლას განათლების ტაძარში“, - ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ მილოცვაში.
აღსანიშნავია, რომ კომფორტულ გარემოში სწავლა თითოეული მოსწავლის აკადემიურ ცხოვრებაზე დადებითად აისახება. ბავშვები ცოდნას თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სკოლაში მიიღებენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს