ეშტიის N2 სკოლის ეკოკლუბი, გარემოსდაცვითი კონკურსის ფარგლებში, ტელესკოპითა და ტექნიკის ვაუჩერით დასაჩუქრდა
29-09-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბი „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის“ ფინალში გადავიდა. 

თბილისში გაიმართა მასში მონაწილე სკოლები დაჯილდოების ცერემონია. ღონისძიებას ეშტიის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებიც ესწრებოდნენ. 

ჟიურის გადაწყვეტილები, მათ საჩუქრად ტელესკოპი და ტექნიკის ვაუჩერი გადაეცათ. 

სკოლაში ეკოკლუბის წევრების მიღწევით ამაყობენ და მომავალშიც წინსვლას უსურვებენ. 

„უღრმესი მადლობა CENN-ს, ყველა ორგანიზატორს და ჩვენს კოორდინატორს ქალბატონ თამუნა კაპანაძეს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203