სორმონის საჯარო სკოლის პედაგოგები - თამარ ფურცხვანიძე და ია ცნობილაძე პროფესიული განვითარების კურსის წარმატებით გავლისთვის დაჯილდოვდნენ
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონის საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ განვითარებაზე ყოველთვის აქტიურად ზრუნავენ. სწორედ ამიტომ, სხვადასხვა საგანამანათლებლო პროექტებსა თუ ტრენინგებში დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.
ამჯერად, პედაგოგებმა - თამარ ფურცხვანიძემ და ია ცნობილაძემ 2021-2022 სასწავლო წელს USAID საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, ლიდერი მასწავლებლების პროფესიული განვითარების კურსი გაიარეს.
პედაგოგებმა კურსში - „ქოუჩინგი მცირე ჯგუფებში საკლასო გარემოს,სასწავლო აქტივობებისა და რესურსების, განმავითარებელი შეფასების,დიფერენცირებული სწავლებისა და მასწავლებელთა გუნდური მუშაობის საკითხებზე“ წარმატებით მონაწილეობისთვის სერტიფიკატები დაიმსახურეს.
სასკოლო საზოგადოება მასწავლებლებს პროფესიულ და კარიერულ წინსვლასა თუ წარმატებებს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: